საზოგადოება
"აზერბაიჯენელი ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობის ხელშეწყობა“ [Photo - Video]
ჟურნალისტთა ასოციაცია- საზოგადოებრივი განვითარების კავშირი "მეცენატი“, PH INTERNATIONAL-ის მხარდაჭერით,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში ახორციელებდა პროექტს -  "აზერბაიჯენელი ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობის ხელშეწყობა“.
პროექტი შვიდი თვის მანძილზე გრძელდებოდა „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში“, რომლის დამფინანსებელია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო.

თავდაპირველად პროექტში მონაწილეობის სურვილი იორმუღანლოს თემის სკოლების 115-მა მოსწავლემ გამოთქვა. გასაუბრების შედეგად 30 მოხალისე შეირჩა.

მათ ტრენინგები გაიარეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ბულინგი, კიბერბულინგი, ინტერნეტსაფრთხეები, ტრეფიკინგი და სხვა. გარდა ამისა,  ისწავლეს ჟურნალისტიკის ელემენტები და აუდიომონტაჟი. 

პროექტი გასულ კვირას საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.


| Print |
FaceBook Twitter Google