საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 – 27 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს. 28 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან +35, +40 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +33, +38 გრადუსამდე დაფიქსირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google