საზოგადოება
ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე პანკისის ხეობაში ჩავიდნენ
ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა პანკისის ხეობაში ჩავიდნენ. ისინი სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ოჯახის წევრებთან ერთად სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. ზვიად კურპრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ შემდგომ სამოქმედო გეგმას, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან ერთად გადაწყვეტს.
"ჩვენ მოვედით პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილებთან, რადგან  14 დღიანი იძულებითი პატიმრობის შემდეგ დავგეგმოთ მომავალი ბრძოლის გეგმები და სტრატეგიები.  მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებალდ ვიბრძოლებთ მანამ სანამ არ დავადგენთ სიმართლე, როგორც ამ ორ საქმეზე ასევე სხვა საქმეებზეც. როდესაც ვსაუბრობთ აუცილებლად ვფიქრობთ სხვა ოჯახებზეც რომლებიც სამართალს ეძებენ. ყველას ინტერესებს ვატარებთ ვინც სისტემის მსხვერპლია."
| Print |
FaceBook Twitter Google