საზოგადოება
ენერგეტიკის კვირეულს გურჯაანიც უერთდება
დღეს გურჯაანის სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე 18:00 საათზე ენერგეტიკის კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება სლოგანით „ ეფექტურობა საზოგადოების გონებრივი არჩევანი “ გაიმართება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსის თამარ ფურცელაძის განმარტებით, ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ტარდება.
„პროექტი აერთიანებს რეგიონალურ და ადგილობრივ თვითმმართველობებს. კვირეულის ფარგლებში ხდება მოსახლეობის ინფორმირებულება ენერგოეფექტურ ტენოლოგიებთან დაკავშირებით. დღეს სპორტკომპლექსში გაიმართება სხვადასახვა სპორტული აქტიურობები: ბაგირის გაწევაში,მაგიდის ჩოგბურთში და ა.შ. იქნება ასფალტზე ხატვაც.“
მისივე თქმით, სპორტული შეჯიბრების ფონზე მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ენერგოეფექტურობის შესახებ და ამავე საკითხზე დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google