საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +37, +39 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google