საზოგადოება
ახაშენში სკოლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სკოლის გზის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვსის მიწის ვაკისის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფარასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ვლადიმერ მუსალბიშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში 880 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება.
„ახაშნის გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულებით 22 ივნისს დაიწყო და 23 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. ამჟამად მიმდინარეობს გრუნტის მომზადება. გზის ორივე მხარეს გაკეთდება სანიაღვრეები, სკოლასთან მოეწყობა ტროტუარი. “
მისივე თქმით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კოპმპანია, შპს „ ნიუ ბილდ გრუპი “ ასრულებს. რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.

| Print |
FaceBook Twitter Google