საზოგადოება
რა საკითხებზე უტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს [Video-Photo]
სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტში", პოლიტიკური პარტიებისთვის ჟურნალისტთა ასოციაცია "მეცენატის" მიერ ორგანიზიებული ტრენინგების ციკლი გრძელდება.
პროექტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელებდა. სემინარებს უძღვებიან კვალიფიციური ტრენერები: ნანა იოსელიანი და შოთა სახვაძე. ცესკო-ს კონტრიბუციის ფაგლებში ერთ დღეს სესიას ატარებს მამუკა კორაშვილი.

ოთხი დღის განმავლობაში, ტრენინგები წინასწარ განსაზღვრული მოდულის მიხედვით მიმდინარეობს.

-"ტრენინგები ტარდება დამფინანსებლის მიერ წინასწარ შერჩეული მოდულების შესაბამისად. ჩვენ, როგორც გრანტიორ ორგანიზაციას, ერთი მოდულის დამატების შესაძლებლობა გვქონდა, ეს იყო არჩევნების საერთაშრისო სტანდარტები. გარდა ამისა, ცესკო-ს კონტრიბუციის ფარგლებში, ერთ დღეს ტრენინგს უძღვება მათგან გამოგზავნილი ტრენერი. ეს დღე კენჭისყრის პროცედურებს მოიცავს სრულად, რისი ცოდნაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ოთხი დღის განმავლობაში, მონაწილეები გადიან ისეთ საკითხებს როგორიცაა, ქალთა მონაწილეობის გაზრდის შიდაპარტიული მექანიზმები, საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები, პერსონალისა და მოხალისეების მართვა, პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი მოდულია, რადგან სწორედ პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს."-აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ნატალია ბარბაქაძემ.

ტრენინგის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც გამოარჩევენ იმ მოდულებს, რომელიც მათთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.

-"ამ სემინარებზე ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სოციალური მედიის გამოყენება პოლიტიკური პარტიისთვის. მიმაჩნია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ყველა პოლიტიკურ ჯგუფს უნდა შეეძლოს თანაბრად გადაანაწილოს რესურსი ამ თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს. არ არსებობს პოლიტიკის კეთება სოციალური მედიის და ზოგადად მედიის გარეშე, მედია კი პოლიტიკური მიმდინარეობების გარეშე. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ვთვლი, რომ ეს საკითხი იყო მეტად საჭირო ამ სემინარზე"-ამბობს ტრენინგის მონაწილე თემურ ბუწაშვილი.

ამ ეტაპზე 11 პარტიის 24 წარმომადგენელი გადამზადდა, ჯამში ტრენინგს სულ 96 ადამიანი გაივლის.

| Print |
FaceBook Twitter Google