საზოგადოება
შსს-ს დაშავებულ თანამშრომელს თელავის საავადმყოფოში ამ წუთებში ოპერაცია უტარდება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
საავადმყოფოს მენეჯერის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით,  დაშავებული მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთ-ერთ მათგანს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

"ორი დაშავებული დაახლოებით 20 წუთის წინ შემოიყვანეს ჩვენთან. ერთი მათგანი ამ დროისთვის ქირურგიულ ბლოკშია, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. აღენიშნება გულმკერდისა და მუცლის ღრუს ტრავმები. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას აქვს გულმკერდის ტრავმა, ნეკნების მოტეხილება და ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული.“

ცნობისთვის, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ "ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.


| Print |
FaceBook Twitter Google