საზოგადოება
დედოფლისწყაროში ცოფის შემთხვევებმა იმატა
გასულ წელთან შედარებით, წელს დედოფლისწყაროში ცოფის შემთხვევებმა მოიმატა. ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ რაიონში, ადამიანში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მით უმეტეს, არ ყოფილა ლეტალური შემთხვევები. მაგრამ წინა წელთან შედარებით,   მატება ნამდვილადაა. ცოფი შეგვხვდა ძროხების, მგლის, ძაღლების შემთხვევებში,ასევე დაკბენილ ღორსაც აღმოაჩნდა. თუმცა არცერთი შემთხვევა არ გართულებულა. აქტიურად ვთანამშრომლობთ ვეტერინარულ სამსახურთან, თითოეული შემთხვევის გამოვლენის ადგილს დეტალურად ვსწავლობთ, ასევე ყველა იმ პირს, ვისაც შეხება ჰქონდა დაავადებულ ცხოველთან. გეტყვით იმას, რომ გვაქვს, ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და დროული აცრა ხდება. იმატა მოსახლეობის" -აღნიშნა ეპიდემიოლოგმა ლალი ალადაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google