საზოგადოება
დაშავებულები თელავში სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მოინახულა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის დროს დაშავებულები სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკლიძემ მოინახულა.
მან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა. კეკელიძის განცხადებით, ინცინდენტის დროს დაშავებული ხუთივე პირი თელავის კლინიკებშია მოთავსებული და მათ სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თუ რას შეიძლება გამხდარიყო ავრიული დაშავების მიზეზი, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო და მიზეზები საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდება.

ცნობისთვის, ცნობისთვის, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ "ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.

| Print |
FaceBook Twitter Google