საზოგადოება
"ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, "მაგნიტაფონს“ ორჯერ უკრავს“ - კარდენახელები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.  როგორც "ნუშებისა“ და „ტეტელოშვილების უბანში“ ამბობენ,  გზა ისეა დაზიანებული, მანქანით კი არა, გავლა ფეხითაც შეუძლებელია.
აქაურებს საკითხის გადაჭრის აღარ სჯერათ და პრობლემაზე ხუმრობენ კიდეც.

-„ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, „მაგნიტაფონს“ ორჯერ უკრავს. აბა რა ვიცით, გვეშველება რამე?!“- ამბობენ ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლები.

უფრო სერიოზულად კი ამ საკითხზე ივანე ხელაშვილი გვესაუბრება.

-“ამ გზაზე „ტაჩკითაც“ კი ვერ გაივლი. საარჩევნოდ, ცენტრალური გზიდან ჩამოსასვლელი გაგვიკეთეს მარტო, დაახლოებით 100 მეტრი იქნება. აქ რა ხალხი არ ვცხოვრობთ? ხომ შეიძლება მოგვაქციონ ყურადღება“.

აღნიშნულ პრობლემაზე გვიყვება გურამ შაკიაშვილიც.
-„თოვლი რომ მოვა, მანქანები ცენტრალურ გზამდე საერთოდ ვეღარ ადის. ამას წინათ ხევი მოვარდა და გზა უფრო დახრამა, ვენახებისკენ ვეღარ ჩავსულვართ. რაღაც უნდა გვეშველოს, თორემ ასე ყოფნა არ შეიძლება.“

მზია ბეროშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

-„რამდენჯერ შევიკრიბეთ, ვლაპარაკობთ, მაგრამ რა აზრი აქვს?! 35 წელია აქ ვცხოვრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც გზა გვეღირსა და არც არაფერი. ბავშვები სკოლაში წვალებით დადიან, თითო წყვილი ფეხსაცმელი ერთი კვირა არ ჰყოფნით. მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით, ხმები უნდათ რომ მიიღინ, ჩვენი ჯავრი კი არ აქვთ. ნორმალურად ჩაცმა და გავლა რომ გინდოდეს, ვერსად ვერ წახვალ, მტვერში და ტალახში ვიხრჩობით. “

ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლების მსგავსად გზის მოასფალტებას „ნუშების უბანშიც“ ითხოვენ.

„გზა რომ არ გვაქვს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ვინ გააკეთებს?! სულ დახრამულია. ფეხითაც ჭირს გავლა, მაღაზიამდე ძლივს მივდივართ ხოლმე. მერი მოვიდა და შეგვპირდა დახმარებას, ველოდებით როდის შეასრულებენ დანაპირებს, სხვა რა გზა გვაქვს.“ - ამბობს ლეო დოლენჯაშვილი.

დაპირების შესრულების მოლოდინი აქვს ტარიელ ბასილაშვილსაც.

-„გვპირდებიან ბეტონი უნდა დავასხათო და ვნახოთ რა იქნება, არადა აქ ცხოვრება გაუსაძლისია. ბავშვები სკოლაში ძლივს დადიან. უნდა მოგხედონ და მოგავქციონ ყურადღება“

საკითხის გასარკვევად speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.

-„მიმდინარე წელს, სოფელ კარდენახში 1 590 მეტრი გზა მოასფალტდება, რომელიც პროექტში ნაწილობრივ „ნუშების უბანსაც“ მოიცავს. აქ 300 მეტრზე ბეტონის საფარი მოეწყობა. ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლენილია. დაახლოებით ორ კვირაში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. გრაფიკის მიხედვით, სამუშაოების საწარმოებლად კომპანიას სამთვიანი ვადა აქვს განსაზღვრული.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

რაც შეეხება ტეტელოშვილების უბნის გზის რეაბილიტაციას, ეს საკითხი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. როდის გადაიჭრება აღნიშნულ უბანში გზის პრობლემა, მერიაში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე
მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ
პაკეტს მიიღებს.
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
17:42 / 12.11.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 ნოემბერს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
14:17 / 12.11.2018
არჩევნების მეორე ტურისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ისევ 51
საარჩევნო უბანი გაიხსნება.
არჩევნების მეორე ტურისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ისევ 51 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
11:05 / 10.11.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების, უსაფრთხოების, დასაქმებული პერსონალის შრომის დისციპლინისა
და კვების ორგანიზაციული წესების შესწავლა მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების, დასაქმებული პერსონალის შრომის დისციპლინისა და კვების ორგანიზაციული წესების შესწავლა მიმდინარეობს.
15:14 / 09.11.2018
11 ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ
თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციებს
დაიწყებენ.
11 ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციებს დაიწყებენ.
14:48 / 09.11.2018
სხვა ამბები
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
17:22 / 13-11-2018
ორგანიზაციის მიზანია, ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალბატონების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
15:55 / 13-11-2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა მისსა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარას.
12:56 / 13-11-2018
სალომე ზურაბიშვილის განცხადება: ბოლო დღეებში - კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს - განხორციელდა ჩემი შვილების- თეიმურაზის და ქეთევანის - და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
14:06 / 12-11-2018
მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ.
10:12 / 10-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.