საზოგადოება
მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე დაამტკიცეს
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე პარლამენტმა მთავარ პროკურორად დაამტკიცა. დეპუტატებმა კანდიდატს მხარი 101 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.
სხდომას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები "ევროპული საქართველოდან.“ კანდიდატს მხარი ორმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ და რომან გოცირიძემ, არ დაუჭირა.

შალვა თადუმაძე კანდიდატად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა. ის ექვსი წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო. 2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა.


| Print |
FaceBook Twitter Google