საზოგადოება
კონკურსის შემდეგ მერიაში კიდევ ერთი ვაკანსია დარჩა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხუთ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის შორენა ნადაშვილის განმარტებით, 18 აპლიკანტიდან გასაუბრება წარმატებით ოთხმა გაიარა. როგორც მან განაცხადა, ვაკანტური მხოლოდ ისევ მერის წარმომადგენლის პოზიცია დარჩა ჩუმლაყსა და ყიტაანში.
„კონკურსი, ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა: მერის წარმომადგენელი ჩუმლაყსა და ყიტაანში; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის, ინფრასტრუქტურის უფროსი; იგივე სამსახურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მშენებლობის საკითხებში; ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი. სულ 37 განაცხადი შემოვიდა, აქედან 18 შეირჩა. “
მისივე თქმით, შერჩეული კანდიდატები თანამდებობაზე სავარაუდოდ თვის ბოლოს დაინიშნებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google