საზოგადოება
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსში შემავალი, ფიროსმანაშვილის ბიძაშვილების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც ჩვენთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ ხელმძღვანელმა ლაურა ხარიტონაშვილმა განმარტა, სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინმა“, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
„სახლის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მოეწყო ინტერიერი, შეკეთდა სახურავი, აივანი და ა.შ. აქ არის მუზეუმი, რომელსაც ბევრი ტურისტი სტუმრობს. სამუშაოები, რომელსაც კომპანია შპს „ძველი გალავანი“ ასრულებდა, აპრილში დაიწყო. “
ლაურა ხარიტონაშვილის თქმით, მუზეუმის სარეაბილიტაციოდ 37 322 ლარი იყო გამოყოფილი.




| Print |
FaceBook Twitter Google