საზოგადოება
ჭერემთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან მისასვლელი სათადარიგო გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა აღნიშნა, გზის კაპიტალური შეკეთება მოხდება.„სტიქიის შემდეგ აუცილებელი გახდა სათადარიგო გზის მოწყობა, რადგან სოფელი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. მას კაპიტალური შეკეთება სჭირდება. იგეგმება გაბიონების გაკეთება. ამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტს თანხა არ გააჩნია, ამიტომ გვჭირდება დახმარება.“
სიმონ ქოჩორაშვილის თქმით, დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისაგან ელოდებიან და პროექტიც იმის მიხედვით დაიგეგმება. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჭერემი ადიდდა და სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა სრულად დააზიანა, რის გამოც სოფელი გარე სამყაროს მოსწყდა.
| Print |
FaceBook Twitter Google