საზოგადოება
როდის დამონტაჟდება შუქნიშნები გურჯაანში
უახლოეს პერიოდში გურჯაანში ორ ადგილას შუქნიშანი დამონტაჟდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, კონსტრუქცია თბილისიდან უკვე ჩამოიტანეს.
„თბილისის მერიაში წერილი გვქონდა გაგზავნილი და შუქნიშნები უკვე გადმოგვცეს. მიმდინარეობს კონსულტაციები საგზაო დეპარტამენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მათ გავაცანით ჩვენი შეხედულება და ამჟამად ველოდებით რეკომენდაციებს. პროცესი დაახლოებით ორ თვეს გასტანს. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ მონტაჟს.“
არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მათი დამონტაჟება მეოთხე საჯარო სკოლის ასასვლელთან და ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ადგილებში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. რის გამოც მოსახლეობა წლებია შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს.



| Print |
FaceBook Twitter Google