საზოგადოება
თელავში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი გაიხსნა
თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი გაიხსნა.
ახლადგახსნილი სივრცე აშშ -ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით თანამედროვე,დასავლური სტანდარტებით მოეწყო.
დასრულდა სასამართლო სხდომის დარბაზის მშენებლობა,რომელიც ამერიკული სხდომის დარბაზის შესაბისადაა მოწყობილი.ამ თვის ბოლოს ახალ დარბაზში გაიმართება ნაფიც მსაჯულთა პირველი სხდომა,ასეთი დარბაზი ხელს შეუწყობს სასამართლო სხდომების ხარისხიანად და კომფორტულ გარემოში ჩატარებას" - განაცხადა საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.
ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე , იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და მოსამართლეები დაესწრნენ. სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტრის სრული ღირებულება 544704.63 ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google