საზოგადოება
საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – დან 23 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
უწყების ინფორმაციით, ამ ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google