საზოგადოება
თარხან ბათირაშვილის მამას რძლისა და შვილიშვილების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს
პანკისიში თარხან ბათირაშვილის მეუღლის, სედა დუდურკაევასა და მისი შვილების სტამბოლში დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. თარხან ბათირაშვილის მამის თემურ ბათირაშვილის განცხადებით, დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია.
ბათირაშვილის ინფორმაციით, რძალი შვილებთან ერთად სირიაში რამდენიმე წელია ცხოვრობდა და თურქეთში გადასვას არ გეგმავდა. ასევე თემურ ბათირაშვილისთვის უცნობია, რას საქმიანობდა სედა დურდუკაევა სირიაში.

ცნობისთვის, თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების გამო, ყოფილი ჩეჩენი მაღალჩინოსნის ასუ დუდურკაევის შვილი, სედა დუდურკაევა დააკავეს.

აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში სულ ხუთი პირია დაკავებული, მათ შორის თარხან ბათირაშვილის ორი შვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google