საზოგადოება
პანკისში აქცია მიმდინარეობს - ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
ამ წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივები აქციას მართავენ.  ხეობაში მცხოვრებლები სოფელ დუისში შეიკრიბენ და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, სოფელ ბირკიანში ხადორის 3 ჰესის აშენება ხეობას ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დააყენებს, რის გამოც მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.

"ჩვენ არ ავაშენებინებთ კიდევე ერთ ჰესს ხეობაში, სოფლეთან და ხალხთან ახლოს. კიდევ უფრო არ დავაზიანებთ ბუნებას.ჩვენ მოვითხოვხობთ ასევე შეწყდეს პოლიციაში აქტიური დაბარებები იმ ხალხის, ვინც აქტიურად აპროტესტებს მშენებლობას. მოვიდნენ და შეგვხვდნენ, მოისმინონ ჩვენი პოზიცია."- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შენეგელი ტოხოსაშვილმა.

მოსახლეობა, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და საქართველოში არსებულ დიპლომატიურ მისიებს სპეციალური განცხადებითაც მიმართავს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / პანკისი /