გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივლისამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს.
უწყების ინფორმაციით, 25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა
ტემპერატურამ ზოგან შესაძლოა +40 გრადუსს მიაღწიოს. 26 ივლისს კი 2 –
3 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 25 – 26 ივლისს ჰაერის
ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება თბილისს, 24-26 ივლისს, დღის საათებში უმეტესად უნალექო
ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი +35, +37 გრადუსამდე
მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები