საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ თელავის უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპნია კახეთის რეგიონიდან დაიწყო.
შეხვედრა ამჯერად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.  თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელების განცხადებით, სამინისტრო 18-დან 50 წლამდე მოქალაქეებს ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში ნებაყოფლობით გაწევრიანების მსურველებს უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს.

რეზერვში გაწევრიანების შემთხვევაში, მოქალაქეს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სოციალური დახმარება. 5 წლიანი კონტრაქტით საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში გადანაწილებულია 45 დღეზე, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება ყოველწლიურად 2700 ლარს შეადგენს.

18-დან 22 წლამდე ახალგაზრდებს სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები.



| Print |
FaceBook Twitter Google