საზოგადოება
გურჯაანის ბიბლიოთეკის სამ მკითხველს საუკეთესო ესეებისთვის სიგელები გადასცეს
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი "საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.
კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის  კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში მოეწყო. კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებსაც ფულადი ჯილდო გადაეცათ.

კონკურსის მიზანი იყო ბიბლიოთეკებსა და მათ მკითხველებს მთელი საქართველოს მასშტაბით მისცემოდათ საშუალება წარმოეჩინათ საკუთარი ხედვა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. 

პროექტში მოანაწილეობას იღებდა გურჯაანის საჯარო  ბიბლიოთეკის ექვსი მკითხველი. მათგან სამს თათა თიბილოვს, ქეთი მინასოვს და მაია ბეგაძეს სიგელები გადაეცათ, როგორც საუკეთესო ესეს ავტორებს.

-„რატომღაც ვთვლიდი, რომ ჩემი ესე სხვის ნამუშევრებს კონკურენციას ვერ გაუწევდა. ძალიან გამახარა გამარჯვებამ და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მოტივაცია მომეცა და მსგავსი ტიპის პროქტებში მომავალში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.“- ამბობს ქეთი მინასოვი.

კონკურსის 20 მონაწილის ესე სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ კრებულში დაიბეჭდა.


| Print |
FaceBook Twitter Google