საზოგადოება
გურჯაანში დაზიანებული გზების მონიტორინგი მიმდინარეობს
უკვე რამდენიმე თვეა ქალაქ გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე გზა ჩანგრეულია.


როგორ ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მკვიდრი თედო ჯაშიაშვილი ამბობს, დაზიანებული მონაკვეთი მძღოლებს მოძრაობაში უშლის ხელს.
„უკვე რამდენიმე თვეა ასეა. გზა ჩაინგრა. ერთხელ მოვიდნენ, ნახეს, ნიშანი დადგეს და იმის მერე არავინ გამოჩენილა. დღისით კიდევ არაუშავს, ღამე შეიძლება ვერ დაინახოს მძღოლმა და შიგ ჩავარდეს. იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება.“

გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვლადიმერ მუსალბიშვილის განმარტებით, ამჟამად მსგავსი საკითხების მონიტორინგი მიმდინარეობს.
„მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების შესწავლა და ინფორმაციის დამუშავება. მოვამზადებთ წერილს და უახლოეს მომავალში გადავუგზავნით საავტომობილო გზების დეპარტამენტს.“

მისივე თქმით, შემდეგ უკვე ამ სამსახურის პრეროგატივაა, როდის და რა ვადაში ჩატარდება სამუშაოები.


| Print |
FaceBook Twitter Google