საზოგადოება
თამაზ ბათირაშვილის ოჯახი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ იზიარებს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში,  "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ოჯახი, უფროსი ძმის თამაზ ბათირაშვილის სირიაში დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ იზიარებს.
ბათირაშვილების ოჯახში, სადაც მამა თემურ ბათირაშვილი ცხოვრობს, ქისტური ტრადიციისამებრ სამძიმრის მისაღებად ჭიშაკარი არ გახსნილა.

"მხოლოდ ის გავიგე, რომ თამაზი გარდაიცვალაო. სახლთან გავიარე და ოჯახს სამძიმრის მისაღებად ეზოს კარი არ გაუღია. ასეთ დროს უხერხულია, ხომ არ მივალ და ვკითხავ, მართალია თუ ტყუილიმეთქი. იქნებ არაა ჯერ დარწმუნებული და სიმართლის დადგენამდე თავს იკავებენ" - განაცხადა სოფელ ბირკიანში მერის წარმოამდგენელმა ოთარ მუთოშვილმა.

ცნობისთვის, პანკისის ხეობაში ბათირაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცნობა გუშინ საღამოს გავრცელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პანკისი / სირია /