საზოგადოება
წარჩინებულ პირველკურსელებს გურჯაანის მერია მიმდინარე წელსაც დააფინანსებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული მოსწავლეების დასაფინანსებლად, წელს ადგილობრივი ბიუჯეტში 20 ათასი ლარია გათვალისწინებული.

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, დაფინანსება ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული.

„სოციალურ პაკეტში ობოლი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთლიანად გათვალისწინებულია 20 ათასი ლარი. წელს ანაზღაურების თანხა შეიცვალა. აქამდე თუ 500 ლარი იყო მაქსიმალური, ახლა უკვე ათასი ლარი გახდა.“
მისივე თქმით, მთანხას ის სტუდენტებიც მიიღებენ, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგს აჩვენებენ.






| Print |
FaceBook Twitter Google