საზოგადოება
ჩუმლაყელი ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება
გურჯაანის მუნიცილიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ 25 წლის ანზორ სეფიაშვილს მეშვიდე დღეა ეძებენ. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შექმნილია სამძებრო საქმე და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 19 ივლისს პენსიის ასაღებად გურჯაანში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, ბოლოს ის სოფელ ჭანდარში ნახეს.

თუკი ვინმეს ინფორმაცია გაქვთ დაკარგული ახლაგაზრდის შესახებ და ის სადმე შენიშნეთ, დარეკეთ შემდეგ ნომერზე - 551 40 40 20.


| Print |
FaceBook Twitter Google