საზოგადოება
გურჯაანში მარჯანიშვილის ქუჩა მოასფალტდება
გურჯაანში, მარჯანიშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა და პირველ აგვისტოს უნდა დასრულდეს.
-„მარჯანიშვილის ქუჩაზე მოასფალტდება 272 მეტრი გზა, ასევე პირველი და მეორე ჩიხი სიგრძით 94 და 120 მეტრი. მოეწყობა ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, თანადაფინანსებაში შევა ადგილობრივი თვითმმართველობაც 13.5%-ით.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსაბლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციისთვის 164 555 ლარი დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google