საზოგადოება
მთვარის დაბნელება თბილისის დროით 00:21 საათზე დაიწყება
დღეს მთვარე დედამიწის ჩრდილში მოხვდება . NASA-ს ცნობით, ეს იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება, რომელიც საათი და 43 წუთი გაგრძელდება.

მთვარის სრული დაბნელების ფაზა გრინვიჩის დროით 20:21 საათზე (თბილისის დროით 00:21 სთ) დაიწყება. ამ მოვლენას, ზოგჯერ „სისხლიან მთვარესაც“ უწოდებენ, რაც დაკავშირებულია თანამგზავრის მუქ წითელ ელფერთან, რომელსაც ის დაბნელების დროს იძენს. ეს ვიზუალური ეფექტია, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დედმიწის ზედაპირთან გამავალი მზის სხივები ატმოსფეროში იფანტება და ნაწილობრივ მთვარემდე აღწევს.

სრულად დაბნელების ნახვა ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ავსტრლიის ყველა ნაწილში შეიძლება, ანუ ყველგან ჩრდილოეთ ამერიკის გარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google