საზოგადოება
კვირიკაშვილის კადრებთან დაკავშირებულ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია - კახეთის გუბერნატორი
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ გვქონია და არ მიგვიღია მოქმედების შემდგომ ნაბიჯებზე ინფორმაცია, - აღნიშნულის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ვმუშაობდით წლების განმავლობაში და ასევე დაგეგმილი იყო სოზარ სუბართანაც შეხვედრა, თუ რა გადანაწილება ხდება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, გუბერნიის ადმინისტრაციისა და ახლად შექმნილი სამსახურის მხრივ, ამაზე ყოფილიყო საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, სოზარ სუბარს ჭუბერში მოუწია წასვლა იქ შექმნილი ვითარების გამო. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის პოლიტიკა რეგიონებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში მზარდია, ამ კუთხით, ერთ-ერთი წამყვანი როლი სამინისტროს რჩება.

იმისთვის, რომ უშუალოდ პრემიერთან პოლიტიკური კუთხით ურთიერთობა და თანამშრომლობა გაიზარდოს გუბერნატორებსა და რეგიონს შორის, ამ კომპონენტის დამატება გახდა საჭირო. ჯერ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ გვქონია და არ მიგვიღია მოქმედების შემდეგ ნაბიჯებზე ინფორმაცია“, - განაცხადა გუბერნატორმა.

გუბერნატორის განცხადებით, მსჯელობა იმის შესახებ, რომ გუბერნატორები თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილთან კავშირის გამო გაათავისუფლდნენ, არასწორია.

„გუბერნატორების ნაწილი უფრო ადრეული დროიდან დაინიშნა, ზოგი მოგვიანებით, ამიტომ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია“

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. პოსტები დატოვეს მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორებმა.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა
დაიწყო და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
14:31 / 13.08.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს
გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
11:28 / 13.08.2018
ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე, 6 კაციანი ჯგუფია ჩარჩენილი, ისინი
ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვერ ახერხებენ.
ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე, 6 კაციანი ჯგუფია ჩარჩენილი, ისინი ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვერ ახერხებენ.
15:57 / 11.08.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.
ვაკანტურია შემდეგი პოზიციები :
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანტურია შემდეგი პოზიციები :
13:38 / 11.08.2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო, მდინარე „ნინოსხევი“
ადიდდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო, მდინარე „ნინოსხევი“ ადიდდა.
12:59 / 11.08.2018
სხვა ამბები
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
16:00 / 10-08-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი განისაზღვრა.
18:02 / 30-07-2018
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
13:43 / 27-07-2018
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
12:41 / 26-07-2018
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.
12:22 / 16-07-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2018 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.