საზოგადოება
მატანში ზემო ალაზნის მაგისტრალურ არხს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მაგისტრალური არხის 2,5 კმ. სიგრძის მონაკვეთი გაიწმინდამცენარეებისგან, გაკეთდა ლითონის მილხიდები და მოეწყო საექსპლუატაციო
გზა. გაიჭრა ახალი სადრენაჟო-საკოლექტორო და საირიგაციო დანიშნულების არხი, რაც დამატებით 350 ჰა მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.

სამუშაოების შედეგად მაგისტრალური არხის ახალმოწყობილი მონაკვეთის ტევადობა და სიღრმე გაიზარდა. პარალელურად, ზემო ალაზნის
მაგისტრალური არხის სხვადასხვა მონაკვეთზე ფილტრაციის საწინააღმდეგო სამუშაოები ჩატარდა, რაც, მომავალში მიწის ფართობების შესაძლო დამეწყვრას გამორიცხავს.

სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქრთველოს მელიორაციამ“ განახორციელა


| Print |
FaceBook Twitter Google