საზოგადოება
საკრებულოში გენდერული საბჭოს სხდომა გაიმართა
გურჯაანის საკრებულოში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე, პირველი და მეორე კვარტლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ანგარიში და 2018-2019 წლის გენდერული ნიშნით დაფინანსებული ღონისძიებები განიხილეს. ასევე, მოხდა საბჭოს განახლებული შემადგენლობის გაცნობაც.
,,საბჭოს ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია მის შემადგენლობაში იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები. საბჭოში ახლა უკვე იმყოფებიან გურჯაანის მერი, საფინანსო, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელები და სხვა. წარმატებულად უნდა ჩაითვალოს საბჭოს მუშაობა, რასაც მოწმობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისთვის, საჯარო სკოლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობრივი მონაცემები." ".-აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, მარიამ სირბილაშვილმა.

სხდომაზე, საბჭოს წევრებმა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი 16 დღიანი კამპანიის სამუშაო გეგმა განიხილეს.




| Print |
FaceBook Twitter Google