საზოგადოება
ახალგაზრდული საბჭო საქველმოქმედო აქციას გამართავს
3 აგვისტოს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში 10-დან 18:00 საათამდე ჩატარდება საქველმოქმედო აქცია - „ერთად სიკეთისთვის“.

როგორც აქციის ორგნიზატორმა ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ მარიამ ბაწელაშვილმა აღნიშნა, შეგროვებული ნივთებით მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარებიან.
„ეს არის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელთან ბექა ექსეულიძესთან. ვეხმარებით ვეჯინში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს. 3 აგვისტოს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენი გუნდის წევრები გავუწევთ კოორდინირებას ნივთების შეგროვების პროცესს. ქალბატონის შვილების ასაკობრივი კატეგორია 4-დან 17 წლამდეა. ვისაც დახმარების სურვილი აქვს საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა მოიტანონ: ტანსაცმელი, ტკბილეული, წიგნები, ამით ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ რომ ერთად შეგვიძლია ვაკეთოთ სიკეთე. პირველი ეტაპი დავიწყეთ და ვფიქრობთ, მომავალში კიდევ ბევრ ოჯახს დავეხმარებით. პირველ რიგში საზოგადოების თანადგომაა საჭირო და ველით მათგან აქტიურობას. “

მარიამ ბაწელაშვილის თქმით, შეგროვებულ ნივთებს ოჯახს 15 აგვისტომდე გადასცემენ.

| Print |
FaceBook Twitter Google