საზოგადოება
საპროტესტო აქცია სოფელ განჯალაში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში საპროტესო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეების განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სამი პირი, ხე- ტყის მოპოვების დროს უკანონოდ დააჯარიმა და მანქანები ჩამოართვა.
ადგილობრივების ინფორმაციითვე, ჯარიმის გადახდის და სასამართლოს მიერ ორ შემთხვევაში გამამართლებელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ავტომობილებს ერთი წელია არ უბრუნებენ,

მოსახლეობა ჩამორთმეული სატვირთო მანქანების  დროულ გადაცემას ითხოვს. აქციის მიმდინარეობისას, სამიდან ორ პირს, მანქანა უკან გადასცეს.

ადგილზე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი. მან შეკრებუილებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google