საზოგადოება
გურჯაანის ბაღების სამზარეულოებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 33 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სამზარეულოების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილედება.


მერიამ სამუშაოებზე ტენდერი ორ ეტაპად გამოაცხადა. ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დიანა რაქვიაშვილის განმარტებით, რეაბილიტაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს შენიშვნების გათვალისწინებით ხდება.
„ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სტანდარტების შეუსაბამო პირობები გამოავლინეს. სწორედ ამის გათვალისწინებით ხდება მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩატარება. ვეჯინის, კოლაგის, კარდენახის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე, ჩალაუბნის , მელაანის, ქოდალოს, დარჩეთის, კაჭრეთის, ჯიმითის, და ნანიანის ბაღები ტენდერზე ერთ ლოტად არის დადებული, ღირებულება 31 320 ლარია . რაც შეეხება კახიფარის, ვაჩნაძიანის, კალაურის პირველ და მეორე, შაშიანის, ვაზისუბნის, მუკუზნის, ზეგაანის, ახაშნის, ველისციხის პირველ და მეორე, ჩუმლაყის პირველ და მეორე, ყიტაანის, გურჯაანის პირველ და მეოთხე , სოფელ გურჯაანის პირველ და მეორე და ჭანდრის ბაღებს, მათი ტენდერი შერჩევა შეფასების ეტაპზეა. ღირებულება 55 680 ლარია“

დიანა რაქვიაშვილის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო ბაღებში რეაბილიტირდება სამზარეულოები, სადაც დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. რამდენიმე ბაღში, ასევე, მოეწყობა პროდუქტების შესანახი სათავსოები და სველი წერტილები.






| Print |
FaceBook Twitter Google