საზოგადოება
სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახმეტის მინიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.  მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, სეტყვა იყო სოფელ მატანში და პანკისის ხეობის სოფლებში.
მატანში წყლის ნაკადი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

"სეტყვამ რამდენიმე სოფელი ნაწილობრივ დააზარალა. ძირითადად ხეხილის ბაღები დაზიანდა. მაგრამ სეტყვა იმდენად ძლიერი არ იყო, რამდენადაც წყალმოვადნა. ჩემი ინფორმაციით, მატანში სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა და 3-4 სახლი დაიტბორა. ამ ეტაპზე მივემართებით სტიქიის ეპიცენტრისკენ, სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს.“- განაცხადა ნასყიდაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google