საზოგადოება
სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალა.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა დღეს 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში იმოქმედებს. გადაწყვეტილება ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით იქნა მიღებული.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი / შსს /