საზოგადოება
ლაგოდეხში „ნინოსხევი“ ადიდდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო, მდინარე „ნინოსხევი“ ადიდდა.

როგორც ჩვენთან საუბარში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, სტიქიას მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია.
„ამჯერად, კატასტროფული მდგომარეობა არ გვაქვს, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში არ არის წყალი შესული. ამ ეტაპზე რაიმე სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. სტიქია არ გვითანხმებს თავის მოქმედებას, მაგრამ თუ წვიმები გაგრძელდა, შესაძლოა, წყალმა უფრო მოიმატოს.“

მისივე თქმით, წუხანდელთან შედარებით კალაპოტში წყლის დონე დაკლებულია.


| Print |
FaceBook Twitter Google