საზოგადოება
ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
უწყების ცნობითვე, აღნიშნული გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ11 მონაკვეთზე დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, 11 აგვისტოდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. 

| Print |
FaceBook Twitter Google