საზოგადოება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დღეიდან დაიწყო
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
მთავრობის დადგენილებით, შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1370-ს, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 200-ს.

გასაწვევი მოქალაქეები დღეიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ცნობისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში საკანონმდებლო ცვლილება შევა, რომლის თანახმადაც წვევამდელებს ჯარის სანაცვლოდ სახანძრო მაშველებად სამსახურს შესთავაზებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სამხედრო / ჯარი /