საზოგადოება
წნორში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება
წნორში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარ სპეციალისტ ლაშა აბაშიძესთან ერთად დაათვალიერეს.
მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. მოსახლეობას ინტერნეტით, კომპიუტერებით და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა შეეძლება. ცენტრში განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისი.

ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და ნოემბრის თვეში დასრულდება.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით უკვე გახსნილია 53 საზოგადეობრივი ცენტრი და სხვადასხვა სოფლებსა თუ ქალაქებში კიდევ 13 ცენტრის მშენებლობა იგეგმება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წნორი /