გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ აღმოსავლეთ
საქართველოში უმეტესად არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით
ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი
17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით
+28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში
ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°;
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს - აქაც დროგამოშვებით ღრუბლიანობა
მომატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია
სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:
ბარში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +11, +16°,
დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +14, +19°.
°.
21 აგვისტოს - დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე
წვიმა და ელჭექი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი
17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით
+28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში
ღამით +9, +14°, დღისით +23, +28° დაფიქსირდება;
აღმოსავლეთ საქართველოშიც - იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,
შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის
ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით
+10, +15°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +15,
+20°.
მასალის გამოყენების პირობები