საზოგადოება
1 სექტემბრიდან პოლიციელებს დაწინაურებაზე საკუთარი თავის წარდგენის უფლება ექნებათ
შს მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებით,  პოლიციელებს 1 სექტემბრიდან დასაწინაურებლად თვითწარდგენა შეეძლებათ.
აქამდე მხოლოდ ხელმძღვანელს ჰქონდა უფლება, რომ კონკრეტული პოლიციელი დასაწინაურებლად წარედგინა.

პოლიციელებს, რომელთაც დაწინაურების სურვილი ექნებათ, სპეციალური კურსი უნდა გაიარონ და  მისი ჩაბარების შემდეგ დაწინაურების საკითხი განიხილება.


| Print |
FaceBook Twitter Google