საზოგადოება
მეხანძრე-მაშველი დაქორწინებისა და შვილის შეძენის შემთხვევში ერთჯერადად 1875 ლარს მიიღებს
მეხანძრე-მაშველი დაქორწინების, შვილის შეძენის ან არასრულწლოვნის შვილად აყვანისას 1875 ლარის ოდენობის ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უზრუნველყოფის წესშია აღნიშნული, რომელიც გუშინ დამტკიცდა.
ამასთან ერთად, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე ერთჯერადად 1875 ლარს მიიღებს.

ასევე კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელ პერიოდში მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს) უნარჩუნდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 4 000 ლარი, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, მეხანძრე-მაშველს, რომელსაც სპეციალური სახელმწიფო წოდება აქვს მინიჭებული, შესაძლებელია, საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება.


| Print |
FaceBook Twitter Google