საზოგადოება
გურჯაანის ბაღების გაერთიანების მეთოდისტებს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიენიჭათ
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მეთოდისტებს ლალი გოჩიაშვილს და ნინო კინიფრიშვილს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიენიჭა.

როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, მათ განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგი "აღმრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების საბაზისო კურსი", წარმატებით გაიარეს.
"განათლებისა და აღზრდის სფეროში მიღებული ხუთი სტანდარტის თანახმად, 2024 წლამდე ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა ყველა აღმზრდელმა უნდა გაიაროს შესაბამისი ტესტირება პედაგოგის სტატუსის მისაღებად. პროცესს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. პირველ ეტაპზე თბილისის ბაღების მეთოდისტებისთვის ჩატარდა ტრენინგები, რომელშიც ჩვენმა ორმა მეთოდისტმაც მიიღო მონაწილეობა. მე ჩავთვალე, რომ მხოლოდ ეს ორი მეთოდისტი უნდა წასულიყო ჩვენიდან. მინდა გითხრათ, რომ მათ გარდა, სხვა რეგიონებიდან არცერთი პედაგოგი არ ყოფილა. პროცესი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო როგორც თეორიული კურსი, ისე პრაქტიკა. ჩვენმა მეთოდისტებმა წარმატებით გაიარეს ტესტირება და მიიღეს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი. "

ლალი გოჩიაშვილის თქმით, მოდული მოიცავდა იმ ძირითად თემებს, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს ყველა აღმზრდელი.
" დაიწყო გადამზადება საქართველოს მასშტაბით. ღონისძიების ფარგლებში ჩაერთო გურჯაანის მუნიციპალიტეტიც. საკმაოდ კარგი შეფასებით დავბრუნდით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "

როგორც ლალი გოჩიაშვილმა გვითხრა, ეს წარმატება გახდება სტიმული, რომ ახალ სასწავლო წელს უფრო მეტი სიახლეებით და მობილიზებულები შეხვდნენ.



| Print |
FaceBook Twitter Google