საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღების მენეჯერები და მზარეულები სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგს გადიან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებსა და მზარეულებს სურსათის უვნებლობის თემებზე ტრენინგი უტარდებათ.
შეხვედრა გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს.
-„სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები როდესაც ბაღებში მონიტორინგზე შემოდიან, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა, რომ მზარეულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გადამზადების სერტიფიკატი სურსათის უვნებლობაში. მათ გადამზადება ყოველწლიურად უნდა გაიარონ. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან გურჯაანში არ არსებობს ორგანიზიაცია, რომელიც ამას უზრუნველჰყოფს. მზარეულებს უწევდათ ინდივიდუალურად თბილისში წასვლა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს და გადაწყვეტილება მივიღეთ, მენეჯერებიც გადავამზადოთ. ამ წუთას 70 ადამიანი გადის კურსს. საუბარია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჯანსაღი კვება, როგორ უნდა დავიცვთ სურსათის ჰიგიენის წესები, როგორ უნდა მოხდეს პროდუქტების შენახვა და თერმული დამუშავება და.ა.შ. “- აღნიშნა გურჯაანის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა.

ტრენინგის დასასრულს თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა, რომლის ვადაც ერთი წლით განისაზღვრება.




| Print |
FaceBook Twitter Google