საზოგადოება
ბაღების გაერთიანებამ საწოლის კომპლექტები და სათამაშოები შეიძინა
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ ქალაქ გურჯაანის რამდენიმე ბაღს 65 ხელი ლოგინის აქსესუარი და სათამაშოები გადასცა.

როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ბაგა-ბაღებში ინვენტარის დამატება ეტაპობრივად ხდება და ამჯერად საწოლის კომპლექტები და სათამაშოები ბავშვთა მაღალკონტიგენტიან ბაღებს გადაეცათ.
„ყოველწლიურად ჩვენი დანაზოგიდან ვახერხებთ ზაფხულობით ბაგა-ბაღების გარკვეულ ნაწილს, გავუახლოთ ლოგინის აქსესუარები და შევუძინოთ მცირე რაოდენობით სათამაშოები. წელს ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ და მეოთხე ბაღს, ასევე სოფელ გურჯაანის პირველ და მეორე ბაღს და ახაშნის ბაგა- ბაღს გადავეცით ლოგინის აქსესუარები: ლეიბი, საბანი და პლედი - სულ 65 კომპლექტი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველ და მეოთხე ბაღს გასულ წელსაც გადავეცით ლოგინის კომპლექტები. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვთა კონტიგენტი გაიზარდა, დავუმატეთ 20-20 ცალი.“

მისივე თქმით, ჩუმლაყის პირველ და მეორე, ყიტაანის, ზეგაანის, მუკუზნის და კაჭრეთის ზონის ბაღებისთვის კი თითოეულ ჯგუფზე ორასი ლარის ფარგლებში სათამაშოები შეიძინეს.



| Print |
FaceBook Twitter Google