საზოგადოება
სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი დაარბიეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე საბავშვო ბაღის დაარბიეს. ამის  შესახებ თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს.
წინასწარი ინფორმაციით, მოპარული არაფერია, თუმცა სრულადაა დაზიანებული შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი.

ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. დამნაშავეების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლისს ამართლის კოდექსის 187 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / შაშიანი /