გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ
რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
უწყების ინფორმაციით, 4 - 5 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში
მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 6 სექტემბერს
დღის ბოლოს ზოგან გაწვიმდება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა
+30, +35, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +28, +30 გრადუსის
ფარგლებში იქნება.
3–6 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსის
ფარგლებში იქნება. რაც შეეხება თბილისს, აქ შესაძლოა ხანმოკლე წვიმა
აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებშია
მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები