საზოგადოება
დარაჯი გათავისუფლებულია, მან ვერ შეასრულა თავის მოვალეობა - ლელა თევდორაშვილი
სოფელ შაშიანში მდებარე საბავშვო ბაღის დარბევის ფაქტზე გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაშიც გააკეთეს კომენტარი.

გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, დარაჯი უკვე განთავისუფლებულია და ამის მერე კონტროლიც უფრო გამკაცრდება.
„ეს არის ვანდალური ფაქტი,არ ვიცი ვის შეიძლებოდა მოსვლოდა აზრად ბაღის დარბევა. დარაჯი გათავისუფლებულია. ვთვლი,რომ მან ვერ შეასრულა თავის მოვალეობა.დღეიდან ყველა ბაღს დაცვის პოლიცია აიყვანს კონტროლზე, გადამოწმდებიან დარაჯებიც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და 17 სექტემბრიდან ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას.“

შეგახსენებთ, რომ სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი წუხელ, გვიან ღამით დაარბიეს. სამსახურში მისულ აღმზრდელებს ბაღის ჭიშკარი გატეხილი დახვდათ. განადგურებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი, დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ.
ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ- კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / შაშიანი /